სად წავა ხამეს როდრიგესი ?

22-01-2019, 21:07

როგორც იცით, კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, მადრიდის "რეალიდან" 2 წლიანი იჯარით, მიუნხენის "ბაიერნში" იმყოფება.

მას შემდეგ, რაც გერმანულ კლუბში ნიკო კოვაჩი მივიდა, 27 წლის ფეხბურთელის სათამაშო დრო მკვეთრად შემცირდა, მან ძირითადში ადგილი დაკარგა და ახლა უმეტესად მატჩებს სათადარიგოდან ადევნებს თვალყურს.

რა თქმა უნდა ეს ყოველივე ხამესის უკმაყოფილებას გამოიწვედა, ვინაიდან მან მადრიდის "რეალიც" სწორედ სათამაშო დროის სიმცირის გამო დატოვა და ალბათ დამეთანხმებით, რომ მადრიდული და მიუნხენური გრანდების სათადარიგოები ერთმანეთისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს.

ამიტომაც, კოლუმბიელი ნახევარმცველი დიდი ალბათობით მადრიდში დაბრუნებდება, რომელსაც ზაფხულშივე დატოვებს და "არსენალში" ან "ტოტეჰემში" გადაბარგდება.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებლი ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა "რეალმა" ხამესი "ტოტენჰემში" გაამწესოს და ამით კრისტიან ერიკსენის გადაბირება გაიმარტივოს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით