ტონალი: "ვვოცნებობ გატუზოს გუნდში ვითამაშო"

23-01-2019, 10:48

ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა იტალიელმა ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ, რომლითაც ევროპული გრანდები ინტერესდებიან "Sky Sports"-თან ინტერვიუში მის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

"ბრეშაში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მინდა ამ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით ბედნიერი ვარ, თუმცა ვიცი, რომ ეს ყველაფერი არაა და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო."

"ჩემ მომავალზე საუბარი არ მსურს. დიდი კლუბების ინტერესი კარგია, თუმცა სეზონის დასაწყისში დავისახე გეგმა და ამ გეგმის შეცვლას არ ვაპირებ."

"ბევრჯერ ვთქვი, რომ გატუზო ჩემი კუმირია. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მის გუნდში. უფრო მეტიც, ჯენაროსთან მუშაობა ჩემი ოცნებაა და მოხარული ვიქნები თუ მასთან აღმოვჩნდები." - განაცხადა "ბრეშას" 18 წლის ტალანტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით