საპატა "მილანის" დატოვებასთან ახლოსაა

23-01-2019, 14:23

სანამ "მილანში" იგუაინის გასხვისებასა და კრიშტოფ პიატეკის ტრანსფერის გარშემო ტრიალებს ყველაფერი, შესაძლოა კრისტიან ზაპატა თურქეთის გზას გაუდგეს.

32 წლის კოლუმბიელი მცველით "ფენერბაჰჩეა" დაინტერესებული. როგორც ჟანლუკა დი მარციო იტყობინება, ტრანსფერი შესაძლოა ზამთარშივე განხორციელდეს.

თურქული კლუბი კრისტიანს 2.5 წლიან კონტრაქტს და წლიურ გასამრჯელოდ 2.4 მილიონ ევროს შესთავაზებს. 

კოლუმბიელი მცველი შემოთავაზებებს განიხილავს, რადგან "მილანს" კონტრაქტის გახანგრძლივება მისთვის ჯერ არ შეუთავაზებია.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა სერია ა-ს 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად სხვა ცენტრალური მცველების ტრავმიანობამ განაპირობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით