მაურისიო სარი: "იმედი გვაქვს, რომ იუგაინის ტრანსფერი რამდენიმე საათში დასრულდება"

23-01-2019, 19:28

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი მაურისიო სარი, "მილანიდან" გონსალო იგუაინის ტრანსფერზე საუბრობს:

"ამჟამად იგუაინი და მისი აგენტი ჩვენს კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, იმედი გვაქვს, რომ ტრანსფერი რამდენიმე საათში დასრულდება. მიმდინარე სეზონში მას რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, თუმცა ეს ყველა ფეხბურთელის კარიერის ნაწილია."

"ვიმედოვნებთ, რომ ის "ჩელსიში" მოწოდების სიმაღლეზე დაბრუნებას შეძლებს და არაერთი გოლის გატანას მოახერხებს, საკმაოდ რთულია იანვარში გონსალოს დონის ფეხბურთელის გადმობირება, ამიტომაც მთელი გუნდი შესანიშნავად მუშაობს."

"ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია ვისთანაც ოდესმე მიმუშავია."

შეგახსენებთ, რომ 31 წლის იგუაინმა სარისთან ერთად "ნაპოლიში" ასპარეზობის დროს, სერია ა-ს 36 შეხვედრაში, 35 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით