გიორგი ჩაკვეტაძეს კვლავ ტრავმა აწუხებს

23-01-2019, 22:06

ხვალ გაიმართება ბელგიის თასის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრა, რომელშიც "გენტი" "ოსტენდს" უმასპინძლებს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე "ბუფალოების" მთავარმა მწვრთნელმა, იეს ტორუპმა სამატჩო განაცხადი დაასახელა.

სამწუხაროდ, გუნდის ქართველმა ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა სრულიად ვერ მოიშუშა და იგი ხვალინდელი შეხვედრის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, იგი შემადგენლობაში მოხვდა. ქართველი ფორვარდი განაცხადს იუპიერლიგის გასულ ტურში დაუბრუნდა, თუმცა, მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით