ხამესის მამა:"შანსის მიცემის შემთხვევაში ის აუცილებლად დაბრუნდება"

24-01-2019, 11:20

2018-2019 წლების სეზონის ბოლოს, ხამესს როდრიგესის იჯარის ვადა იწურება.

როგორც იცით 2017 წელს, ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალიდან" მიუხენის "ბაიერნში" 2 წლიანი იჯარის სახით გადავიდა.

კოლუმბიელ ნახევარმცველს ხეშეკრულება ამა წლის ზაფხულს ეწურება და გერმანულ გრანდს მისი გამოსყიდვა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.

მაგრამ ხამეს როდრიგესის მამამ პრესასთან საუბრისას განაცხადა,რომ მისი შვილი მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია და იქ სურს დაბრუნება.

"ხამესი გერმანიაში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მინდა გითხრათ,რომ მას შემოთავაზებები ინგლისის პრემიერლიგიდანც აქვს.

"მაგრამ ჩემი შვილი "რეალის" გულშემატკივარია და შანსის მიცემის შემთხვევაში ის იქ აუცილებლად დაბრუნდება".-განაცხადა ხამესის მამამ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა სადაც თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით