ჩაკვეტაძის აგენტმა გიორგის მომავალთან დაკავშირებით ინფორმაცია დაადასტურა

24-01-2019, 14:06

გამოცემა Sportall.ge-ისთან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის აგენტმა გიორგი გახოკიძემ ქართველი ტალანტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელი "გენტს" არ დატოვებს.

"გერმანული გუნდები "გლადბახი" და "დორტმუნდი" ჩაკვეტაძის შეძენით დაინტერესებულები არიან, ასევე მას ნამდვილად აკვირდებოდნენ "ბარსელონასაც" სკაუტებიც".

"კარგი გუნდი რომ გამოჩნდეს, კარგი წინადადებით, "გენტი" გიორგის ვერ დააკავებს და ტრანსფერიც შედება".

"ამჟამად კი ერთი რამის თქმა შემიძლია, ზამთარში ჩაკვეტაძე ბელგიურ გუნდს არ დატოვებს", - განაცხადა გახოკიძემ.

წყარო: sportall.ge



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით