დე როსი მოედანს დაუბრუნდა

24-01-2019, 13:32

როგორც იტალიური მედია იუწყება, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "რომა" კაპიტანი დანიელე დე როსი მოედანს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

35 წლის ფეხბურთელს "რომას" შემადგენლობაში 28 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც იტალიის სერია ა-ში "ნაპოლისთან" შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო.

მართალია, იტალიელი შუახაზელი ვარჯიშს შეუდგა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში როდის შევა და თანაგუნდელებს ოფიციალურ შეხვედრებში დაეხმარება.

შეგახსენებთ, დე როსის "რომას" გარდა სხვაგან არ უთამაშია და კლუბის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. 2001 წლიდან დღემდე მან "ჯალოროსიში" ყველა ტურნირზე 603-ჯერ იასპარეზა და 61 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით