"პსჟ" "ნაპოლის" შეუთანხმდა

24-01-2019, 17:13

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც აღმოჩნდა, პარიზელებს "ნაპოლის" ფეხბურთელის ალანის დამატება სურს და მზად არის, მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობას და შესაძლოა, შეთანხმება უახლოეს დღეებში შედგეს.

შეგახსენებთ, რომ ალანი "ნაპოლის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მან გუნდის მაისური 157 შეხვედრაში მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით