"მონაკო" ანრის უშვებს

24-01-2019, 18:33

დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ფრანგული "მონაკო" მთავარ მწვრთნელ ტიერი ანრის დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებს.

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილია, ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ ნაჩვენები შედეგებით და დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში მას უკანასკნელი შანსი მიეცემა.

წყაროს ცნობით, "მონაკოს" უფროსობა უკვე დაუკავშირდა კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლეონარდო ჟარდიმს და მისი დაბრუნების ვარიანტები განიხილა.

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდგომ კლუბს მხოლოდ 15 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით