ხამესი შესალოა მადრიდში დაბრუნდეს

24-01-2019, 19:11

მიმდინარე სეზონის ბოლოს ხამეს როდრიგესს მიუნხენის "ბაიერნთან" იჯარა ეწურება. თუმცა, გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.

კოლუმბიელი ფეხბურთელის მამამ განაცხადა, რომ მის შვილს ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

"ამჟამად მისი მომავლის შესახებ არაფერი ვიცი. მას უამრავი შემოთავაზება აქვს, თუმცა, მიუნხენში თავს კარგად გრძნობს."

"ამის მიუხედავად, მას მადრიდი ძალიან უყვარს. არ გამოვრიცხავ, რომ სეზონის დასრულების შემდგომ ის "რეალში" დაბრუნდეს." - აცხადებს ხუან კარლოს რესტრეპო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით