ოფიციალურად: "მონაკომ" ანრი დაითხოვა

24-01-2019, 23:39

ფრანგული "მონაკოს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი დაითხოვა.

41 წლის სპეციალისტი კლუბს სათავეში გასული წლის ოქტომბერში ჩაუდგა.

სამი თვის განმავლობაში "მონაკომ" მხოლოდ 5 გამარჯვების მოპოვება შეძლო ყველა ტურნირზე ერთად. საფრანგეთის ლიგა 1-ში კი ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

როგორც ცნობილია, კლუბს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეონარდი ჟარდიმის დაბრუნება სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკო ბასილაშვილი "მონტე კარლოს" ტურინირს, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა !

დაგვიმეგობრდით