"გენტი" 9 კაცით არ დამარცხდა

25-01-2019, 01:36

დღეს გაიმართა ბელგიის თასის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც "გენტმა" "ოოსტენდს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 54-ე წუთის შემდგომ "ბუფალოები" მინდორზე მხოლოდ 9 კაცით დარჩნენ. ამის მიუხედავად, გუნდმა წინ გასვლაც მოახერხა.

"გენტის" შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ ქართველი ლეგიონერები, გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე. ორივე მოთამაშემ ტრავმა ახლახანს მოიშუშა და მთავარმა მწვრთნელმა მათი ჩართვა არ გარისკა.

განმეორებითი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით