• 08-09-2023
    სანდრო კალანდაძე: “ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშველოვანი იყო”
    სანდრო კალანდაძე: “ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშველოვანი იყო”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ესპანეთს დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, სანდრო კალანდაძემ მედიასთან ისაუბრა:

    “ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. გუნდში ძალიან კარგი გარემო დამხვდა, ყველა კარგად შემხვდა. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ადრეც მითამაშია, მათ შორის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. შეკრების პირველივე დღიდან იგრძნობა ის პასუხისმგებლობა, რაც მოახლოებულ თამაშებს ახლავს. მინდა იმედები გავამართლო, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა”. - განაცხადა კალანდაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 20:00 საათზე დინამო არენაზე შედგება.

    Facebook კომენტარები