კულიბალი: "საშინელი რამ მოხდა, მაგრამ შემდეგ ბევრი პოზიტივი მივიღე"

26-01-2019, 13:19

რასისტული გამოხტომებოთ შეწუხებულმა იტალიური "ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ სერია ა-ს 21-ე ტურის წინ, ჟურნალისტებთან აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა.

"-რასიზმი?  არ მინდა ის ფაქტი გავიხსენო, რადგან მას შემდეგ, ბევრი პოზიტივი დავინახე. ჩემი ოჯახი, გვერდით დამიდგა და აღნიშნული ფაქტის დავიწყებაში დამეხმარა. ოჯახი მსოფლიოში საუკეთესოა."

"სოციალურ ქსელში, ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე და ეს იყო ყველაზე პოზიტიური მოვლენა ამ საქმეში. ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ძალიან ბევრმა დამიჭირა მხარი", - აღნიშნა კულიბალიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით