"ბაიერნი" პირად სატრანსფერო რეკორდს ამყარებს

26-01-2019, 20:58

მიუნხენის "ბაიერნს" რომ კალუმ ჰადსონ-ოდოის დამატება სურს, ეს ამბავი არახალია.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" მზადაა, რომ პირადი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს.

წყაროს ცნობით, გერმანელებმა უკვე გაამზადეს 45 მილიონ ევროიანი შეთავაზება. მსგავსი თანხა კი გუნდს ისტორიაში არცერთ ფეხბურთელში არ გადაუხდია.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" ჰადსონ-ოდოის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, თავად ფეხბურთელს ლონდონური გუნდის დატოვება სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით