ჩიჩარიტო "ვალენსიაში" ?

26-01-2019, 22:28

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ესპანური "ვალენსია" ახლოსაა ლონდონური "ვესტ ჰემიდან" მექსიკელი თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის გადაბირებასთან.

გთავაზობთ "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის, მარსელინიოს განცხადებას: "ჩიჩარიტოს ტრანსფერი ჩვენთვის ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც განვიხილავთ, ის საკმარისს სათამაშო დროს ვერ იღებს, ამიტომაც ესპანეთში გადმოსვლა სურს."

"ჩემი ინფორმაციით "ვესტ ჰემი" ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ გეგმავს, რაც ჩვენს მდგომარეობას ართულებს."

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ჯერ-ჯერობით სულ 15 შეხვედრა ჩაატარა, მან 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით