ანჩელოტი: "მეტოქეს მაღალი ტემპი ვერ შევთავაზეთ"

27-01-2019, 10:36

იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ, ნეაპოლელების მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და მეტი აღარაფერია სათქმელი. პირველ ტაიმში, უფრო რბილად ვთამაშობდით, ხოლო მეორე ნახევარში აგრესიულები გავხვდით, თუმცა მომენტებს ვერ ვიყენებდით".

"მიუხედავად ბურთის ფლობისა, შეტევაში ნამდვილად ვერ გამოვიყურებოდით კარგად და ხშირად კონტრშეტევებსაც ვიღებდით. "მილანისგან" ველოდი, რომ მჭიდრო დაცვას ითამაშებდა, თუმცა, მეტოქეს მაღალი ტემპი ვერ შევთავაზეთ" , - განაცხადა ანჩელოტიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით