ოფიციალურად:ჟელსონ მარტინში "მონაკოს" ფეხბურთელია

27-01-2019, 21:55

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა პორტუგალიელი შემტევი, ჟელსონ მარტინში კარიერს ფრანგულ "მონაკოში" გააგრძელებს.

ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიცილაური საიტი ავრჩელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა პორტუგალიელი ფრანგულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

როგორც იცით ჟელსონ მარტინში მადირდის "ატლეტიკოში" გასულ ზაფხულს გადავიდა ჩატარებულ 14 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ფრანგულმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ ტიერი ანრი გაანთავისუფლი და მის ნაცვლად კლუბში ლეონარდო ჟარდიმი დააბრუნა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით