• 08-09-2023
    თემურ ქეცბაია: "ვფიქრობ, საქართველოსთან ქულების აღებას ვიმსახურებდით"
    თემურ ქეცბაია: "ვფიქრობ, საქართველოსთან ქულების აღებას ვიმსახურებდით"

    კვიპროსისა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებამდე, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

    აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპეციალისტმა საქართველოსთან ჩატარებული შეხვედრაც გაიხსენა, სადაც მისმა გუნდმა 1:2 წააგო.

    "საკუთარ კედლებში ყოველთვის უკეთესად ვთამაშობთ და იმედია, ჩემი ფეხბურთელები ისე იასპარეზებენ, როგორც ეს საქართველოსთან გააკეთეს.

    "ვფიქრობ, საქართველოსთან ქულების აღებას ვიმსახურებდით, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით.

    "შოტლანდიასთან შეხვედრაზე ყველა ბილეთი გაყიდულია და ყოველთვის სასიამოვნოა, როცა სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ", - თქვა ქეცბაიამ.

    Facebook კომენტარები