ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის ორივე შეხვედრას გამოტოვებს

28-01-2019, 21:45

გასულ კვირაში ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა ტრავმა მიიღო. როგორც ჩანს, მისი დაზიანება სერიოზულია.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრას გამოტოვებს.

თავდაპირველი ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელს მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა. თუმცა, წყაროს ცნობით, იგი ვერც "სტად დე ფრანსზე" ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის პირველ სტადიაზე "პსჟ" "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდება. პირველი დაპირისპირება კი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით