ოფიციალურად: გადაწყდა თუ სად წავა ჰადსონ-ოდოი !

29-01-2019, 19:50

ლონდონის "ჩელსის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი, ინგლისელი თავდამსხმელის, კალუმ ჰადსონ-ოდოის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს:

"ის როგორც ჩვენი კლუბის, ასევე ინგლისური ფეხბურთის მომავალია. სიტუაციაა მარტივი არაა, საკმაოდ რთულია ჰადსონ-ოდოის დონის ახალგაზრდა ფეხბურთელის გუნდში შენარჩუნება, თუმცა ყველაფერი უკვე გადაწყდა."

"ადმინისტრაციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრე, ყველანი ერთ აზრზე ვართ, კალუმ ჰადსონ-ოდოი "ჩელსის" არც იანვარში და არც ზაფხულში დატოვებს."

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თავდამსხმელის გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული, რომელიც ინგლისელის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქას იხდიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით