• 09-09-2023
    ანტირეკორდი დამყარებულია - საქართველოს ნაკრების უდიდესი მარცხი
    ანტირეკორდი დამყარებულია - საქართველოს ნაკრების უდიდესი მარცხი
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე სამარცხვინო მარცხი განიცადა. "ჯვაროსნებმა" ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 1:7 წააგეს.

    "დინამო არენაზე" გამართული მატჩის მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე შეაგდეს - თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა. რაც შეეხება "ფურია როხას", მათ პირველ ტაიმში 4-ჯერ აიღეს გიორგი მამარდაშვილის კარი, მეორე ტაიმში კი 3 გოლი გვაკმარეს.

    გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ეს გახლავთ ყველაზე დიდი მარცხი საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

    აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა, რომლითაც ქართველები იყვნენ დამარცხებულნი, 5 გოლი გახლდათ. 1996 წელს რუმინეთმა მოგვიგო 5:0, 2005 წელს კი დანიამ იმარჯვა - 6:1.

    ცხადია, "დინამო არენაზე" მსგავსი წაგება "ჯვაროსნებს" აქამდე არასდროს ეგემათ.

    შეგახსენებთ, რომ ქვეჯგუფში ვილი სანიოლის გუნდს სულ 4 ქულა აქვს და მხოლოდ კვიპროსის ნაკრებს უსწრებს.

    Facebook კომენტარები