"მანჩესტეტრ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან საუბრისას უკანსკნელი ათწლეულის საუკეთესო კლუბები დაასახელა და მათ შესახებ ისაუბრა.
"ბოლო ათწლეულის საუკეთესო კლუბები? "იუვენტუსი", "ბაიერნი" და "ბარსელონა" - სწორედ ეს სამი კლუბია საუკეთესო. ისინი ყოველ სეზონში იგებენ ქვეყნის ჩემპიონატს და თასს".
"მნიშვნელობა არ აქვს ახლა რა მოხდება, სამივე კლუბი ყოველთვის პოულობს სიტუაციიდან გამოსავალს. სწორედ მათი თანმიმდევრულობით ვარ მოხიბლული" - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.