ოფიციალურად: ვაგნერი ჩინეთში იასპარეზებს

30-01-2019, 19:19

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუნხენის "ბაიერნმა" სანდრო ვაგნერი ჩინეთის "ტიანძინ ტედას" მიჰყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გრანდის პრესსამსახურიცფ ადასტურებს.

როგორც წყარო იუწყება 31 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 2020 წლის დეკემბრამდე ითამაშებს.

ინტერნეტ გამოცემა Transfermarkt.de-ს ინფორმაციით "ბაიერნს" მის სანაცვლოდ ჩინელებმა 5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

შეგახსენებთ, "ბაიერნმა" ვაგნერი 2017 წელს "ჰოფენჰაიმიდან" შეიძინა და გერმანელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით