"ბაიერნი" და "მანჩესტერი" ჟოაო ფელიქსისთვის იბრძვიან

30-01-2019, 21:34

ორი ევროპული გრანდი ლისაბონის "ბენფიკას" ტალანტის, ჟოაო ფელიქსის შესაძენად იბრძვიან. ამის შესახებ გამოცემა Independent იტყობინება.

როგორც ცნობილია, ორივე გუნდის სკაუტები ამჟამად ლისაბონში იმყოფებიან, რათა 19 წლის ფეხბურთელს დააკვირდებიან.

წყაროს ცნობით, ჰადსონ-ოდოის ტრანსფერი "რეკორდმაისტერი" ფაქტობრივად გამოირიცხა. შესაბამისად, გუნდი ახალ ტალანტზე გადაერთო.

ჟოაო ფელიქსი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია და მან მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით