ოფიციალურად: "სიტიმ" მორიგი ტალანტი გაუშვა

30-01-2019, 21:38

მანჩესტერ "სიტის" ახალგაზრდა ტალანტი, რაბი მატონდო კარიერას გელზერკიხენის "შალკეში" განაგრძობს.

გერმანული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 18 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი 2023 წლამდე მოაწერა.

როგორც ცნობილია, "შალკემ" ახალგაზრდა ფორვარდი 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გარდა ამისა, ინგლისურ კლუბს მისი მომავალი ტრანსფერიდან გარკვეული წილი შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" მატონდო 2016 წელს დაიმატა, "კარდიფიდან", თუმცა, მან ამ დროში ძირითად შემადგენლობაში თამაში ვერ მოასწრო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით