ბაჩუაი "ვესტ ჰემს" უახლოვდება !

31-01-2019, 12:24

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ვესტ ჰემი" ახლოსაა "ვალენსიაში" იჯარის წესით მყოფი ბელგიელი თავდამსხმელის, მიჩი ბაჩუაის გადაბირებასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ბაჩუაი, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაშივე გეგმავს "ჩელსიში" დაბრუნებას, რის შემდეგაც მისთვის უკვე "ტრადიციულად", სხვა კლუბში განათხოვრდება, თუმცა ბელგიელს ახლა ამისთვის მხოლოდ 1 დღე დარჩა.

"ჩელსის" ფეხბურთელს ამჟამად "ვესტ ჰემი" აკვირდება, რომელსაც ნომინალური თავდამსხმელის პოზიციაზე, ხავიერ ერნანდესის ტრანსფერის შემთხვევაში, მხოლოდ მარკო არნაუტოვიჩი დარჩება.

ბელგიელი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ გირვანქას შეადგენს, მას ესპანური "ვალენსიას" რიგებში შეხვედრა, 8 იანვრის შემდეგ ("ჟირონასთან") არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ მიჩი ბაჩუაიმ მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 15 შეხვედრის შემდეგ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით