ბაკაიოკო: "სტვენა მოტივაციად მივიღე"

31-01-2019, 10:42

ტიმუე ბაკაიოკომ რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ თამაშის ხარისხს გააუმჯობესებდა და ეს პირობა შეასრულა.

ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ფრანგი ნახევარმცველი "მილანის" ერთ-ერთი ლიდერია.

"ფეხბურთისათვის აღმასვლა და დაღმასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ვაღიარებ, ინგლისში ვერ ვითამაშე. თავდაპირველად იტალიასაც ვერ ავუღე ალღო, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ფიზიკურად კიდევ უფრო უნდა გავძლიერებულიყავი, რათა სერია ა-ს დატვირთვას მივჩვეოდი."

"წარმატებული თამაშისათვის აქ დიაგონალურად, ძალიან ბევრი უნდა იმოძრაო. მიხარია, რომ სტვენა მოტივაციად მივიღე და საბოლოო ტაშად გადავაქციე. ახლა გულშემატკივარისგან მხარდაჭერას ვგრძნობ", - განაცხადა ბაკაიოკომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით