"ლესტერი" იური ტილემანს უახლოვდება !

31-01-2019, 18:38

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ლესტერი", "მონაკოდან" ბელგიელი ნახევარმცველის, იური ტილემანსის იჯარის წესით გადაბირებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ამომავალი ვარსკვლავი, მიდლენსში უკვე ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ფრანგული კლუბი მის სანაცვლოდ 29 წლის პორტუგალიელ ადრიენ სილვას მიიღებს.

ტილემანსი ბელგიური ფეხბურთის ახალი აღმოჩენაა, მან მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 22-დან 20 შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 5 გოლის გატანაც მოახერხა. მხოლოდ რადამელ ფალკაოს, გუნდის თავდამსხმელს აქვს (9) "მონაკოში" ახალგაზრდა მოთამაშეზე მეტჯერ მოწინააღმდეგის კარი აღებული, ბელგიელმა ამავე დროს 19 შანსის შექმნაც მოახერხა.

რაც შეეხება ადრიენ სილვას, მან მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ტრანსფერი ინგლისურ გუნდში, წარმატებული ვერ გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ტილემანსი "ლესტერში" ივნისამდე დარჩება, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი "მელიები" მას "მონაკოდან" 25 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, სრული კონტრაქტით გადაიბირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით