უდიდესი წარმატება გიორგი ჩაკვეტაძეს, რა ხდება ქართველის თავს

2-01-2019, 00:34

საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ჩვენი მთავარი იმედის, ბელგიური "გენტის" წამყვანი მოთამაშის გიორგი ჩაკვეტაძის წარმატებები გრძელდება.

ერთა ლიგაზე გადამწყვეტი გოლების გამტანი ქართველი ფეხბურთელის "გენტი" ბელგიის თასის ფინალში გავიდა. 

"გენტმა" ნახევარფინალში, ორი მატჩის ჯამში "ოსტენდე" დაამარცხა და სანუკვარი ფინალის საგზურიც სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის გამართული მეორე დაპირისპირება პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა თავი ვერ გამოიჩინა. ჩაკვეტაძეს "ოსტენდეს" მეკარემ აუღო.

ბელგიის თასის ფინალში "გენტის" მეტოქე "მეჰელენი" იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით