"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერს განიხილავს !

1-02-2019, 20:14

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", "დორტმუნდის ბორუსიის" ინგლისელი თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბუნდესლიგასა და "დორტმუნდში" ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა, ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი სამიზნეა.

"Metro-ს" მიხედვით, "იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჯეიდონის ტრანსფერში, ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტი" შეეცილება, საიდანაც სანჩო 2017 წელს "დორტმუნდში" გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 19 შეხვედრის შემდეგ, უკვე მოახერხა 6 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით