ლევან კობიაშვილი: “ცხადაძე ნაკრებში ვერ დარჩება – ეს საკითხი გადაწყვეტილია”

23-01-2016, 20:39

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბოლოდროინდელ ამბებზე ისაუბრა. "ჩემთვის, ის, რაც კახამ ბოლო პერიოდში წამოიწყო, მოულოდნელი და მიუღებელი იყო. ჩემსა და ცხადაძეს შორის სამი შეხვედრა შედგა. მე განვაცხადე, რომ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდი.  სამწუხაროდ, ყველა შეხვედრაზე ის კატეგორიულ უარს გვიცხადებდა. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ ჩემს გვერდით დამდგარიყო. ბოლო დღეებში, ჩემს ზარებს და მისიჯებს არ პასუხობდა. ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად, კახა ცხადაძის ხელფასში დახლოებით 1 500 000 ლარს იხდის. კახამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დაპირისპირება მომხდარიყო. მან ყველას დაურეკა, მათ შორის ნაკრების მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებს. ცხადაძე ამბობს, რომ მას ჩვენგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ ეს ტყუილია. ეს ყოველივე ეროვნულ ნაკრებს აზიანებს, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის. 2009 წელს, კახა ცხადაძე 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. აღმასკომზე, მან თქვა, რომ ბაქოს "ინტერში" წასვლა სურდა, რადგან მისთვის მთავარი ფინანსური მომენტი იყო. აღმასკომმა ის გაათავისუფლა და დაავალა, რომ მას ფედერაციისათვის კომპენსაციის სახით 40 000 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ეს თანხა დღემდე გადაუხდელია. ჩემთვის ყველაზე მძიმე და შეურაწმყოფელი ისაა, რომ კახას მიაჩნია, ლევან კობიაშვილი არაფერს წარმოადგენს. მე ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე და ჩემი გუნდი მივიღებთ. ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციას დიდ ზიანს აყენებს. დაპირისპირება იმ ჯგუფის მხრიდან არის წამოწყებული, რომელმაც 3 ოქტომბერს არჩევნებში წაგება ჯერ კიდევ ვერ მოინელა, კახა კი ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ჩემთვის, წარმოუდგენელია, დღეს კახა ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს. ეს საკითხი ჩემთვის გადაწყვეტილია." იხილეთ პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერი:



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით