"მაგდებურგმა" კვლავ მოიგო, ლორია ერთ-ერთი საუკეთესოა

2-02-2019, 00:12

დღეს გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-20 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ინგლოშტადმა" "მაგდებურგს" უპასინძლა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. 

"მაგდებურგის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე გიორგი ლორიამ და გუნდის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესოც გახდათ. მან 7.4-იანი შეფასება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ლორიამ თავის ახალ გუნდში ორიდან ორი შეხვედრა მოიგო და გარდა ამისა, მას გოლი ჯერ არ გაუშვია. ამ გამარჯვების წყალობით "მაგდებურგმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით