სარი სერია ა-ში ბრუნდება?

2-02-2019, 10:59

მედიაში გავრცლებული ინფორმაციის მიხევით, ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა კარიერა შესაძლოა სამშობლოში განაგრძოს.

როგორც, Corriere dello Sport-ი იუწყება,  60 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონური კლუბი შესაძლოა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტზე "ჩელსი" ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში შედეგები აშკარად გაუარესდა და გუნდი ოთხეულიდანაც ამოვარდა.

თავის მხრივ, სარის გადაბირებით "რომა" ინტერესდება, რომელსაც დიდი ალბათობით სულ მალე ეუსებიო დი ფრანჩესკო დატოვებს. "ჯალოროსის" ხელმძღვანელობისთვის უკანასკნელი წვეთი იტალიის თასზე "ფიორენტინასთან" 1:7 მარცხი გახდა.

შგახსენებთ, სარიმ "ჩელსი" 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მანამდე კი ის "ნაპოლის" წვრთნიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით