• 09-09-2023
    "იტალიაში დასკვნითი ნაწილის ჩაგდების შემდეგ კვარას საქმეები კარგად ვერც ნაკრებში მიდის" - "GOAL"-ის კრიტიკული სტატია ხვიჩაზე
    "იტალიაში დასკვნითი ნაწილის ჩაგდების შემდეგ კვარას საქმეები კარგად ვერც ნაკრებში მიდის" - "GOAL"-ის კრიტიკული სტატია ხვიჩაზე

    ცნობილი გამოცემა "GOAL" საქართველოს ნაკრების კატასტროფულ მარცხს ეხამურება და ხვიჩა კვარაცხელიასადმი კრიტიკის მომცველ სტატიას აქვეყნებს:

    "სერია A-ს წინა სეზონის დასკვნითი ნაწილის ჩაგდების შემდეგ, კვარას საქმეები კარგად ვერც ნაკრებში მიდის. საქართველომ კატასტროფული კრახი განიცადა"

    "დიახ, ეს კვარაა. ეჭვგარეშეა, 2022/23 წლების სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელია ბრწყინავდა, მაგრამ ქართველ ტალანტს მეორე ნახევარში გაუჭირდა. სერია A-ში მეტოქეებმა შეისწავლეს მისი მოქმედებები და მიაგნეს საშუალებებს მის შესაჩერებლად, როგორც წესების დაცვით, ისე - წესების დარღვევით"

    "იტალიის ჩემპიონატის ბოლო 13 ტურში კვარამ სულ ორი საგოლე პასი მიითვალა და ეს მაშინ, როცა მარტამდე პერიოდში უამრავ გოლს იტანდა და გადამწყვეტ გადაცემებსაც აკეთებდა. შესაძლოა, მაშინ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ გუნდს ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა და მოეშვა, შესაძლოა, ზემოთ ნახსენები მეტოქეების ფაქტორმაც იმოქმედა. კვარა აღარ იყო ისეთი, როგორიც მანამდე. რეგრესი გამოჩნდა სანაკრებო მატჩებშიც, რომლის აბსოლუტური ბომბარდი გადაიქცა მნიშვნელოვან, მაგრამ არა გადამწყვეტი უპირატესობის მომტან თავდამსხმელად" 

    "რა სჭირდება კვარას? ნაპერწკალი, რომელიც გამოაფხიზლებს მას და გახდის ისეთივეს, როგორიც უწინ იყო. როგორიც მოხვდა "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის და როგორმაც შეძლო თავისი ქვეყნის (და არამხოლოდ ეროვნული ნაკრების) ევროპისა და მსოფლიოს რუკაზე დაბრუნება. ნორვეგია ამის პირველი შანსია. შემდეგ მოდის სერია A, ჩემპიონთა ლიგა და მას ნელის სვლის უფლება აღარ აქვს, მხოლოდ - ფრენის", - ამოვიკითხავთ სტატაში.

    Facebook კომენტარები