ჯანო ანანიძემ გმირობა ჩაიდინა და ნახევარი რუსეთი აღაფრთოვანა

2-01-2019, 15:46

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაბრა.

ჯანომ ჟურნალისტებს ერთი საინტერესო ისტორიაც გაუმხილა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა და დღემდე არავისთვის უთქვამს.

"ერთხელ ავსტრიაში გამგზავრებამდე ერთ-ერთ ქართულ საიტზე შევედი და ასეთ ამბავს წავაწყდი: მამა თავის შვილზე წერდა. ბიჭი გვიან ღამით ფეხბურთს უყურებდა, დილის 4 საათზე კი გონება დაკარგა. გაირკვა, რომ ბავშვი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. ჩემი მეუღლე იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა. დავურეკე და ვუთხარი: "ახლა თანხას გადმოვრიცხავ, რომელსაც მალე ერთი კაცი მოაკითხავს".

"შემდგემ იმ ბავშვის მამას დავურეკე. არ მითქვამს ვინ ვარ. უბრალოდ ვუთხარი, რომ ფებხურთელი ვარ და ძალიან მსურს მის ოჯახს დავეხმარო. მან მადლობა გადამიხადა და ატირდა. გაოცებული იყო. ის ბავშვი გამოკეთდა და დაავადება დაამარცხა. ცოტა ხნის წინ მას პირადადაც შევხვდი, თავს კარგად გრძნობს, მისი ოჯახი კი ყველა დღესასწაულს გვილოცავს. კეთილი ხალხია", - იხსენებს ანანიძე.

ამ ისტორიას რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "სპარტაკის" გულშემატკივრებმა რუსულ სოციალურ ქსელებში ჯანოს ეს ინტერვიუ გაავრცელეს და ქართველისადმი ყველა დადებითად განეწყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით