დი ფრანჩესკო: "მე ვარ მამა, რომელმაც შვილები სწორად ვერ აღზარდა"

2-02-2019, 23:22

იტალიური "რომას" თავკაცმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მედიის წარმომადგენლებთან სერია ა-ს 22-ე ტურში "მილანთან" დაგეგმილ შეხვედრასა და  გუნდში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ ბევრი პრობლემა გვაქვს. პირველ რიგში,  თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ, თუმცა, თავს ვგრძნობ მამად, რომელიც შვილებს სწორ დარიგებებს ვერ აძლევს".

"ახლა რთული სიტუაცია გვაქვს და მის გამოსასწორებლად უნდა გავერთიანდეთ".

"ამჟამად "მილანთან" დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ და თამაშის მოსაგებად, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. განსაკუთრებით მენტალური თვალსაზრისით უნდა გავუმჯობესდეთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით