კარლო ანჩელოტი: "ჰამშიკს "ნაპოლის" დატოვება სურს"

3-02-2019, 01:28

იტალიური "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, სლოვაკ ნახევარმცველზე, მარეკ ჰამშიკზე საუბრობს:

"ჩვენ ფეხბურთელის სურვილს უნდა დავემორჩილოთ, ჰამშიკმა "ნაპოლიში" ისტორია დაწერა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ამიტომაც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილი დარჩეს."

"არაფრის დამალვას არ ვგეგმავთ, მარეკს კლუბის დატოვება სურს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ამიტომაც ვნახოთ მომავალში რა მოხდება."

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ნახევარმცველი "ნაპოლიში" 2007 წლის 1 ივლისს გადაბარგდა, მისი ტრანსფერით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ჩინური კლუბია დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით