დრაქსლერი: "კონკურენციის მიუხედავად, "პსჟ-ში" ბედნიერი ვარ"

3-02-2019, 10:55

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" გერმანელი ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი, მის მომავალზე საუბრობს:

"მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მსოფლიო დონის ფეხბურთელთან მიწევს მოედანზე ადგილისთვის ბრძოლა, როგორიც ნეიმარია, არსად წასვლას არ ვგეგმავ, კონკურენცია ფეხბურთის ნაწილია, "პსჟ-ში" ბედნიერი ვარ."

"მომავალი დაპირისპირება საფრანგეთში, ჩემთვის მე-100 იქნება, ამიტომაც იმედი მაქვს, რომ თავის გამოჩენას მოვახერხებ და კარგ პერფორმანსს ჩავატარებ."

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი პარიზულ გრანდში, 2017 წლის 3 იანვარს, "ვოლვსბურგიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით