"ბარსას" მწვრთნელმა მესის ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

3-02-2019, 02:37

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ერნესტო ვალვერდე, "ვალენსიასთან" გამართული მატჩის შემდეგ, ლიონელ მესის ტრავმაზე საუბრობს:

"მესის მცირე პრობლემა აქვს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ არგენტინელმა რა დაიზიანა, ამიტომაც სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ, თუმცა არ ვიცით მოახერხებს თუ არა ის "რეალის" წინააღმდეგ თამაშს."

"რა თქმა უნდა თუ კვლევა ტრავმას ვერ აღმოაჩენს და ლეო მზად იქნება, მაშინ მას "ელ კლასიკოს" (6 თებერვალი, "კოპა დელ რეის" 1/2 ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება) შემადგენლობაში აუცილებლად ვიხილავთ."

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 22-ე ტურში, "ბლაუგრანასა" და "ვალენსიას" შორის შეხვედრა, ფრედ დასრულდა ანგარიშით 2:2,



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით