ბენჟამინ პავარი: "ბაიერნი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია"

3-02-2019, 19:06

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული, ფრანგი მარჯვენა მცველი, ბენჟამინ პავარი, (რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "შტუტგარტის" რიგებში ირიცხება) ბავარიულ კლუბზე საუბრობს:

"როდესაც შემოთავაზება მივიღე, დიდხანს აღარ მიფიქრია, მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ამიტომაც სხვა გრანდებისთვის უარის თქმა მარტივი აღმოჩნდა."

"ამჟამად ჩემი მთავარი მიზანი მიუხედავად ყველაფრისა, "შტუტგარტთან" ერთად, სეზონის წარმატებით დასრულებაა."

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი, მიუნხენურ გუნდში, 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით