ნოიერმა შესაძლოა "ლივერპულთან" ვერ ითამაშოს

3-02-2019, 21:49

გუშინ გაიმართა გერმანისი ბუნდესლიგის მე-20 ტურის მატჩი, რომელშიც "ლევერკუზენმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 სძლია.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა. როგორც ჩანს, გერმანელი კიპერი ტრავმირებულია.

როგორც ბავარიელთა სპორტულმა დირექტორმა, ჰასალ სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არაა. მაგრამ, გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ეს სიცრუეა.

Bild-ის ცნობით, ნოიერმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გამოტოვოს. დღეს ჩატარებულ ვარჯიშზე 32-წლის კიპერმა მინდორზე გასვლა მოახერხა, მაგრამ იგი მეკარის ვარჯიშებით არ დატვირთულა, რადგან მარჯვენა ხელზე სახვევი ეკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" მერსისაიდულ "ლივერპულს" ესტუმრება. მატჩი 19 თებერვალს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით