ჩაკვეტაძე განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა

3-02-2019, 23:58

დღეს ბელგიის იუპიერლიგის 24-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბრიუგემ" "გენტს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან არ უთამაშია არცერთ ქართველ ფეხბურთელს. გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, ქვილითაიამ კი 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ბელგიური გამოცემების ინფორმაციით, "ბუფალოების" მთავარ მწვრთნელ იეს ტორუპს ტრავმის რეციდივის ეშინია. გიორგის ჯერ კიდევ აწუხებს ფეხი და ამ მხრივ საქმეები კარგად ვერ მისდის.

შეგახსენებთ, რომ დაზიანების შემდგომ ჩაკვეტაძე გასულ ტურში დაუბრუნდა მინდორს. ქვილითაიას კი ტრავმის მოშუშების შემდეგ ჯერ-ჯერობით არ უთამაშია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით