დი ფრანჩესკო: "მოგება დავიმსახურეთ თუმცა ეს იტალიაა"

4-02-2019, 10:34

სერია ა-ს 22-ე ტურის ეგიდით გამარული "რომა" "მილანის" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, რომაელების მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ  გვიან გამოვიღვიძეთ. უფრო აგრესიულად უნდა დაგვეწყო, სწრაფი გოლი გაგვეტანა და წარმატებასაც მივაღწევდით".

"ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით მოგებას, თუმცა ახლა მთავარი ის არის, რომ ფლორენციაში განცდილი საშინელი მარცხის შემდეგ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ".

"დე როსი? ის დღეს საოცარი იყო. მან იცის, როგორ ითამაშოს ფეხბურთი და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი მაგალითია".

"შიკი? მას დავავალე, რომ ჯეკოსთან შედარებით უფრო სიღრმიდან ეთამაშა. ვფიქრობ, რომ მან დღეს კარგი შთაბეჭდილება დატოვა", - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით