ბრუნო ხენესიო: "ბარსელონასთან" თამაშის შიში ? ეს "ლიონის" სტილი არაა !"

4-02-2019, 21:24

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, "პარი სენ-ჟერმენი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, გუნდი კი რომელმაც პარიზული გრანდთან გამარჯვება მოახერხა, "ოლიმპიკ ლიონია."

მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბრუნო ხენესიომ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპზე, კატალონიის "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრებზე ისაუბრა:

"კატალონიელებთან თამაშის შიში ? ეს "ლიონის" სტილი არაა, "პსჟ-ს" წინააღმდეგაც ამის დამტკიცება კარგად შევძელით, უამრავი შანსის შექმნა მოვახერხეთ და ანგარიში დამსახურებულად გავათანაბრეთ."

"შეხვედრის მეორე ნახევარში, ადრევე დავწინაურდით და ფრანგების შტურმსაც გავუძელით. ვფიქრობ, რომ ტუხელის გუნდი, ლიგა 1-ში მეტოქეების ასეთ გაბედულ თამაშს, შეჩვეული არაა."

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანასა" და "ლიონს" შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, "სტად ჟერლანზე", 19 თებერვალს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით