• 09-09-2023
    "ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი" - ნეიმარმა პელეს რეკორდი დაამხო
    "ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი" - ნეიმარმა პელეს რეკორდი დაამხო
    Author of the article
    Aa

    "ალ აჰლის" 31 წლის ვარსკვლავი, ნეიმარი, ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ნეიმ ლეგენდარული პელეს მაჩვენებელი გააუმჯობესა.

    ბოლივიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ შესრულებული დუბლის (61', 93') შემდეგ გამოცდილ გარემარბს "სელესაოს" მაისურით გატანილი 79 გოლი დაუგროვდა. "ფეხბურთის მეფე" კი რეკორდსმენი 77 გოლით გახლდათ.

    "ამ რეკორდის დამყარებას ვერასდროს წარმოვიდგენდი.

    მინდა ვთქვა, რომ პელეზე უკეთესი ფეხბურთელი არ ვარ. ყოველთვის მინდოდა, რომ საკუთარი ისტორია შემექმნა, ჩამეწერა ჩემი სახელი ბრაზილიური ფეხბურთისა და ეროვნული ნაკრების ისტორიაში. დღეს ეს გავაკეთე," - თქვა ნეიმარმა.

    ნეის "პენტაკამპეონების" რიგებში 125-ჯერ აქვს ნათამაშები. იგი გახლდათ იმ გუნდის წევრიც, რომელმაც 2013 წელს კონფედერაციათა თასი მოიგო.

    რაც შეეხება მატჩის შედეგს, ბოლივიელებს ბრაზილიელებმა ანგარიშით 5:1 მოუგეს. რა გასაკვირია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონის (სადაც ჯერ მხოლოდ 1 ტურია ნათამაშები) ცხრილში "სელესაო" პირველ პოზიციაზეა.

    Facebook კომენტარები