სამეულის სათავაეში როისი მოექცა

5-02-2019, 12:29

გერმანული გამოცემა Ruhr Nachrichten-ის  და რადიო 91.2-ის მიერ ჩატარებულ იქნა  გამოკითხვა, რომელშიც რესპოდენტები საუკეთესო სპორცმენს ასახელებდნენ.

აღნიშნულ გამოკითხვაში 11300 რესპოდენტი მონაწილეობდა.

შედეგების დათვლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ "ბორუსიას" ნახევარმცველი მარკო როისი 2018 წელს დორტმუნდის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელდა.

"დორტმუნდელთა" კაპიტანმა ხმების 51,9 პროცენტი მიიღო და აკადემიურ ნიჩბოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონა რიხარდ შმიდტს (25,1 პროცენტი) აჯობა. გამოკითხვაში მესამე ადგილი მძლეოსანმა მოჰამედ მოჰუმედმა (23 პროცენტი) დაიკავა.

შეგახსენებთ, როისი "ბორუსიაში" 2012 წელს "მიონხენგლადბახიდან" გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 228 მატჩში 110 გოლი გაიტანა.

ის გერმანიის ეროვნულ  ნაკრებში 2011 წლიდან ასპარეზობს და 37 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 10-ჯერ დალაშქრა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით