ალექს ოქსლეიდ-ჩემბერილინი "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განაცხადში შეიყვანა !

5-02-2019, 22:14

სულ ცოტა ხნის წინ გაოფიციალურდა "ლივერპულის" შემადგენლობა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპისთვის, რომელშიც ყველასათვის მოულოდნელად, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინიც იმყოფება.

ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინგლისელი ნახევარმცველი მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც მან გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, "რომას" წინააღმდეგ მიიღო, შესაძლოა მიმდინარე სეზონშივე დაუბრუნდეს ფეხბურთს.

ამას ემატება დეკემბრის დასაწყისში, მერსესაიდელთა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, "არსენალის" ყოფილ ფეხბურთელს შესაძლოა გუნდთან ერთად ვარჯიშები თებერვალშივე დაეწყო.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ინგლისელი ნახევარმცველი, ლონდონის "არსენალიდან" "ლივერპულში", 2017 წლის 31 აგვისტოს, 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით