ჰამშიკი გუნდელებს დაემშვიდობა

5-02-2019, 22:35

მარეკ ჰამშიკი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იტყობინებიან.

Calciomercato-ს ინფორმაციით, დღეს სლოვაკი ფეხბურთელი "ნაპოლის" ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

31 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს 12 საათში გაივლის. სწორედ ამის შემდგომ კი ნეაპოლური კლუბი ტრანსფერს გააოფიციალურებს.

წყაროს ცნობით, "დალიან იფანგი" მარეკის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის და გარდა ამისა, იტალიელებს გარკვეული სახის ბონუსებიც ექნებათ. თავად ჰამშიკი კი ხელფასის სახით 9 მილიონ ევროს აიღებს ყოველწლიურად.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით